განახლების ხელოვნება

ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ
„სხეული ბევრად ადრე ჩურჩულებს, ვიდრე იყვირებს. დეტოქსრითრითი მისი მოსმენის სწავლაა.“ არსებობს დაღლილობის ისეთი ფორმა, რომელსაც ძილი ვერ შველის, გადაღლა, რომელიც გროვდება ზედმეტი ეკრანების, უამრავი გადაწყვეტილებისა თუ ნაჩქარევად მირთმეული საკვებისაგან. ეს ყველაფერი აისახება კანზე, საჭმლის მონელებაზე და აზროვნების სიცხადეზე.
ბოლო წლებში ამ პრობლემაზე პასუხი ბევრად გასცდა წვენების დიეტასა და უბრალოდ სპა-უიქენდებს და ნამდვილ ტრანსფორმაციად იქცა: დანიშნულების ადგილის დეტოქს-რითრითად.
რომის სამხრეთით მდებარე ფერდობებზე მიშლენის ვარსკვლავიანი დეტოქს-მენიუდან მექსიკის ჯუნგლებში ჩატარებულ უძველეს თემაზკალის ცერემონიებამდე, თანამედროვე საუკეთესო რითრითები აერთიანებს მკაცრ სამედიცინო მეცნიერებას და გამორეჩეული ადგილების ღრმა სამკურნალო ძალას. აქ ჩამოდიხართ გადაღლილი და ბრუნდებით განახლებული — არა მხოლოდ სხეულით, არამედ გონებითაც.
ეს გამოცემა მსოფლიოს ექვს განსხვავებულ წერტილში წაგიყვანთ, სადაც დეტოქსის პრაქტიკა ნამდვილ ხელოვნებად არის ქცეული. თუ ალპურ სამედიცინო სპას ეძებთ, სადაც თქვენს უჯრედულ ასაკს ადგენენ, ან ტროპიკულ თავშესაფარს, სადაც დილის საუზმე გამთენიისას შეგროვებული ინგრედიენტებით მზადდება, სწორედ ეს არის ის ადგილები, სადაც განახლება ყველაზე ლამაზ ფორმას იღებს. იმოგზაურეთ მსუბუქად. დანარჩენი კი უკან დატოვეთ.
„ექსპერტების უმეტესობა სრული, შინაარსიანი დეტოქსისთვის მინიმუმ შვიდ დღეს გირჩევთ. ყველაზე თვალსაჩინო შედეგები, როგორც წესი, ათიდან თოთხმეტ დღემდე პერიოდში ვლინდება.“
ᲕᲔᲚᲜᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲒᲐᲛᲝᲪᲔᲛᲐ 2026
ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲨᲗᲐᲛᲑᲔᲭᲓᲐᲕᲘ ᲓᲔᲢᲝᲥᲡ-ᲠᲘᲗᲠᲘᲗᲔᲑᲘ
ᲘᲢᲐᲚᲘᲐ · ᲡᲐᲤᲠᲐᲜᲒᲔᲗᲘ · ᲨᲕᲔᲘᲪᲐᲠᲘᲐ · ᲛᲔᲥᲡᲘᲙᲐ · ᲙᲝᲡᲢᲐ-ᲠᲘᲙᲐ · ᲢᲐᲘᲚᲐᲜᲓᲘ
- ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ ᲠᲘᲗᲠᲘᲗᲔᲑᲘ 2026 – 2027
— ჰორიზონტები · ველნეს გამოცემა — ფიუჯი, ლაციო, რომიდან სამხრეთით ერთი საათის სავალზე
2021 წელს გახსნილი Palazzo Fiuggi შუა საუკუნეების ფიუჯის ხედებით გამორჩეულ 8.5 ჰექტარიან პარკში მდებარეობს და აერთიანებს მსოფლიო დონის სამედიცინო დიაგნოსტიკას გურმანულ დეტოქს-მენიუსთან, რომელიც მიშლენის სამ ვარსკვლავიანმა შეფ-მზარეულმა, ჰაინც ბეკმა შექმნა. მისი მინერალებით მდიდარი სამკურნალო წყლები, რომლებიც ანტიკური ხანიდან ფასობს, ექვს აუზსა და თალასოთერაპიის აბაზანებში მოედინება. სპა-სივრცე 6 000 მ2-ს მოიცავს, მარმარილოთი და ქვით არის მოპირკეთებული.
დოქტორ ჰარი კენიგის ხელმძღვანელობით ექიმთა გუნდი ქმნის პროგრამებს ანთების, მეტაბოლური დისბალანსისა და ნაწლავების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. აქ უძველესი რომაული თერმების ტრადიცია უახლეს დიაგნოსტიკურ მიდგომებს ერწყმის და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ორგანიზმის გაწმენდა სულაც არ ნიშნავს თავის შეზღუდვას.
„დეტოქსი, რომელიც ამტკიცებს, რომ თვითშეზღუდვა აუცილებელი არ არის — იტალიური ველნეს-ფილოსოფიის ნათელი მაგალითი.“
ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲔᲢᲝᲥᲡᲘ · ᲛᲘᲨᲚᲔᲜᲘᲡ ᲡᲐᲛᲖᲐᲠᲔᲣᲚᲝ · ᲙᲣᲭ-ᲜᲐᲬᲚᲐᲕᲘᲡ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ · ᲛᲘᲜᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲬᲧᲐᲠᲝᲔᲑᲘ
ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ: 5–14 დღე | : 5–14 დღე | ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝᲐ: ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝᲐ: სამედიცინო დეტოქსი, წონის კლება | სამედიცინო დეტოქსი, წონის კლება | ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ: სამედიცინო სპა : სამედიცინო სპა
ᲡᲐᲤᲠᲐᲜᲒᲔᲗᲘ
LES PRÉS D’EUGÉNIE ᲓᲐ ᲡᲐᲤᲠᲐᲜᲒᲔᲗᲘᲡ ᲗᲐᲚᲐᲡᲝᲗᲔᲠᲐᲞᲘᲘᲡ ᲡᲐᲜᲐᲞᲘᲠᲝ ეჟენი-ლე-ბენი, ლანდი · სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთი საფრანგეთი ველნესს ისეთივე პატივისცემით ეპყრობა, როგორც კულინარიას: აქ სიამოვნება ჯანმრთელობის ბუნებრივ ნაწილად მიიჩნევა. ეჟენი-ლე-ბენი, რომელსაც ლეგენდარულმა შეფმა მიშელ გერარმა საფრანგეთის პირველ minceur სოფლის სტატუსი მიანიჭა, დღემდე ფრანგული დეტოქს კულტურის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ითვლება. მისმა cuisine minceur-მა (მსუბუქი და დაბალკალორიული ფრანგული კულინარია) ოთხი ათწლეულის განმავლობაში დაამტკიცა, რომ კვება და სიმსუბუქე ერთმანეთის საპირისპირო კი არა, ბუნებრივი პარტნიორებია.
ბრეტანის თალასოთერაპიის სანაპიროზე ზღვის მინერალური აბაზანები და წნევით მოქმედი ზღვის წყლის ჭავლები, რომლებიც სამკურნალო მიზნით ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან გამოიყენება, ლიმფური სისტემის საშუალებით ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას ეფექტურად უწყობს ხელს. წყალმცენარეების შეფუთვები, იოდით მდიდარი წყლები და ატლანტიკის გრილი ჰაერი განახლების პროცესს სრულიად ფრანგული ელეგანტურობით აჩქარებს.
„საფრანგეთმა შექმნა იდეა, რომ კარგად ჭამა და კარგად ყოფნა სინამდვილეში ერთი და იგივეა.“
ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ: 5–10 დღე | ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝᲐ: მსუბუქი დეტოქსი,ფუფუნება | ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ: თალასო / კულინარიული
ᲗᲐᲚᲐᲡᲝᲗᲔᲠᲐᲞᲘᲐ · CUISINE MINCEUR · ᲚᲘᲛᲤᲣᲠᲘ ᲓᲠᲔᲜᲐᲟᲘ · ᲖᲦᲕᲘᲡ ᲛᲘᲜᲔᲠᲐᲚᲔᲑᲘ
ვეგისი · ლუცერნის ტბის სანაპირო · შვეიცარიის ალპები
ლუცერნის ტბის თავზე, ალპების შთამბეჭდავი ხედებით გარემოცული Chenot Palace Weggis გთავაზობთ უჯრედული დეტოქსის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ მეთოდს მსოფლიოში. ჩამოსვლისთანავე სტუმრები გადიან დეტალურ ბიომეტრიულ კვლევას, უჯრედული ჯანმრთელობის ანალიზს ისეთი სიზუსტით, როგორიც ჩვეულებრივ ელიტარულ სპორტსმენებზე გამოიყენება. ამის შემდეგ იწყება BIONTOLOGY® თერაპიების, ფიტოთერაპიული აბაზანებისა და ენერგეტიკული ვარჯიშების პროგრამა.
5 000 კვადრატული მეტრის სამედიცინო სპა და 97 მაღალი კატეგორიის ნომერი ერთ მიზანს ემსახურება — ორგანიზმის რეალურ განახლებას და ბიოლოგიური ასაკის შემცირებას. აქ გამოყენებული მიდგომა ეფუძნება შვეიცარიულ Mayr Medicine-ის ტრადიციას, რომელიც ნაწლავების ჯანმრთელობას საერთო კეთილდღეობის მთავარ საფუძვლად მიიჩნევს, და ამავე დროს იყენებს უახლეს მოლეკულურ დიაგნოსტიკას, მათ შორის mRNA გენეტიკურ ტესტირებას.
ᲣᲯᲠᲔᲓᲣᲚᲘ ᲓᲔᲢᲝᲥᲡᲘ · CHENOT METHOD · ᲐᲜᲢᲘ-ᲔᲘᲯᲘᲜᲒᲘ · ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲘᲐᲒᲜᲝᲡᲢᲘᲙᲐ
ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ: 7–14 დღე | ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝᲐ: უჯრედული დეტოქსი, ფუფუნება | ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ: Chenot Method
ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲐ | ᲛᲔᲥᲡᲘᲙᲐ
რივიერა მაია, კვინტანა-როო
მექსიკაში დეტოქსი სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – ჯუნგლების რიტუალების, ვულკანური მიწის და მესოამერიკული სამკურნალო ტრადიციების გამოცდილების შერწყმით. Palmaïa-ში, სადაც რივიერა მაიას ჯუნგლები კარიბის ზღვის სანაპიროს ხვდება, ჰოლისტიკური ველნესი უძველესი რიტუალების ფორმას იღებს: თემაზკალის ორთქლის ცერემონიები, რომლებიც შამანის ხელმძღვანელობით ტარდება, ბგერითი თერაპია და ცნობიერი მოძრაობა. ამ ყველაფერს ემატება მცენარეულ პროდუქტებზე დაფუძნებული გურმანული სამზარეულო და ზღვის ხედით განლაგებული უსასრულო აუზები.
თემაზკალი – სამკურნალო მცენარეებით გაჯერებული გუმბათოვანი ორთქლის აბანო – იწვევს ძლიერ ოფლიანობას, რაც ორგანიზმს კანის საშუალებით ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება და ამავე დროს ღრმა მედიტაციურ მდგომარეობას ქმნის. ტულუმის ცენოტებთან მდებარე ველნეს ცენტრები ამ გამოცდილებას კიდევ უფრო ამდიდრებს იუკატანის უნიკალურ ბუნებრივ გარემოში.
ᲗᲔᲛᲐᲖᲙᲐᲚᲘ · ᲣᲫᲕᲔᲚᲔᲡᲘ ᲠᲘᲢᲣᲐᲚᲔᲑᲘ · ᲑᲒᲔᲠᲘᲗᲘ ᲗᲔᲠᲐᲞᲘᲐ · ᲛᲪᲔᲜᲐᲠᲔᲣᲚ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲖᲔ ᲓᲐᲤᲣᲫᲜᲔᲑᲣᲚᲘ
ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ: 5–12 დღე | ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝᲐ: ჰოლისტიკური განკურნება | ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ: უძველესი + თანამედროვე
ᲡᲐᲛᲖᲐᲠᲔᲣᲚᲝ
ᲙᲝᲡᲢᲐ-ᲠᲘᲙᲐ | THE RETREAT COSTA RICA ატენასი, ალახუელა · ბროლის კვარცის მთა
2025 წლის Condé Nast Readers’ Choice Awards-ის მიხედვით, The Retreat Costa Rica მსოფლიოს საუკეთესო ველნეს რეზორტად (Destination Spa) დასახელდა. 25 ნომრიანი მყუდრო სივრცე იშვიათ ბროლის კვარცის მთის წვერზე მდებარეობს და სტუმრებს წყნარი ოკეანისა და ტროპიკული ტყის შთამბეჭდავ ხედებს სთავაზობს. ველნესის ავტორისა და შეფმზარეულის, დიანა სტობოს მიერ შექმნილი სივრცის ყოველი დეტალი რეალური ტრანსფორმაციის იდეას ემსახურება.
აქ სტუმრებს ელოდებათ ანთების საწინააღმდეგო farm-to-table სამზარეულო, რომელიც სასტუმროს საკუთრებაში არსებულ ბაღებში მოყვანილი პროდუქტებით მზადდება, სახურავზე განთავსებული რესტორანი Mystique და პროცედურები, რომლებიც უძველეს სამკურნალო პრაქტიკებს თანამედროვე თერაპიებთან აერთიანებს. კოსტა-რიკის ფილოსოფია Pura Vida — სიმარტივე, ბალანსი და აწმყოში ცხოვრება — აქ გამოცდილების საფუძველია.
PURA VIDA · FARM-TO-TABLE · ᲢᲠᲝᲞᲘᲙᲣᲚᲘ ᲢᲧᲘᲡ ᲗᲔᲠᲐᲞᲘᲐ · ᲯᲘᲚᲓᲝᲡ ᲛᲤᲚᲝᲑᲔᲚᲘ ᲡᲞᲐ
ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ: 5–14 დღე | ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝᲐ: ბუნებრივი დეტოქსი, დღეგრძელობა | ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ: ჰოლისტიკური
ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ-ᲐᲦᲛᲝᲡᲐᲕᲚᲔᲗ ᲐᲖᲘᲐ | ᲢᲐᲘᲚᲐᲜᲓᲘ
Kamalaya Koh Samui & Chiva-Som კო სამუი და ჰუა ჰინი · ტაილანდის ყურე ტაილანდი დიდი ხანია მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ითვლება მათთვის, ვინც დეტოქს პროგრამას პირველად იწყებს. Kamalaya Koh Samui აშენებულია მღვიმის გარშემო, რომელსაც ოდესღაც ბუდისტი ბერები მედიტაციისთვის იყენებდნენ. მისი მიდგომა აერთიანებს აღმოსავლურ და დასავლურ პრაქტიკებს და ეხმარება სტუმრებს, როგორც ემოციური გადაღლილობის, ისე საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დაძლევაში. კომპლექსი 76 ნომრისა და ვილისგან შედგება, რომლებიც ჰარმონიულად არის ინტეგრირებული ტროპიკულ მთის ფერდობში.
ჰუა ჰინში მდებარე Chiva-Som უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ავითარებს საკუთარ მეთოდოლოგიას. მისი პროგრამები მოიცავს წვენების დიეტას, კოლონ-ჰიდროთერაპიას და სრულად ინდივიდუალურ ნატუროპათიულ ზრუნვას. ჩამოსვლისას თითოეული სტუმარი გადის კონსულტაციას, რის საფუძველზეც მთელი პროგრამა მის ორგანიზმს ერგება.
„ტაილანდს ესმის ის, რის სწავლასაც დასავლური ველნესი ჯერ კიდევ ცდილობს — სხეული და სული ერთი და იგივე პაციენტია.“
ᲬᲕᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲓᲘᲔᲢᲐ · ᲑᲣᲓᲘᲡᲢᲣᲠᲘ ᲪᲜᲝᲑᲘᲔᲠᲔᲑᲐ · ᲙᲝᲚᲝᲜ-ᲗᲔᲠᲐᲞᲘᲐ · ᲜᲐᲢᲣᲠᲝᲞᲐᲗᲘᲐ
ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ: 5–14 დღე | ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝᲐ: პირველი დეტოქსი | ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ: ჰოლისტიკური / წვენები / სპა
ᲒᲐᲛᲒᲖᲐᲕᲠᲔᲑᲐᲛᲓᲔ ხუთი მნიშვნელოვანი რჩევა მათთვის, ვინც დეტოქს პროგრამას პირველად იწყებს
01 – ᲨᲕᲘᲓᲘ ᲓᲦᲔ ᲛᲘᲜᲘᲛᲣᲛᲘᲐ
უიქენდის წმენდა უფრო დასვენებაა, ვიდრე დეტოქსი. ორგანიზმი მნიშვნელოვნად უჯრედულ დეტოქსს მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა ტოქსიკური დატვირთვა სამ-ოთხ დღეზე მეტხანს მცირდება. ამიტომ დაგეგმეთ მინიმუმ შვიდი დღე, ხოლო ღრმა ტრანსფორმაციისთვის საუკეთესოა ათიდან თოთხმეტ დღემდე პროგრამა.
02 – ᲛᲝᲔᲛᲖᲐᲓᲔᲗ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠ
სანდო რითრითების უმეტესობა სტუმრებს პროგრამამდე სპეციალურ რეკომენდაციებს უგზავნის. თუ ჩამოსვლამდე ორი კვირით ადრე შეამცირებთ კოფეინის, ალკოჰოლისა და დამუშავებული საკვების მიღებას, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებთ პირველი დღის უარყოფით რეაქციას და პროგრამას უფრო მომზადებული ორგანიზმით დაიწყებთ.
03 – ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐ ᲰᲝᲚᲘᲡᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲔᲑᲘ — ᲘᲪᲝᲓᲔᲗ ᲒᲐᲜᲡᲮᲕᲐᲕᲔᲑᲐ სამედიცინო დეტოქს სპა — მაგალითად Chenot, Palazzo Fiuggi ან Park Igls — მუშაობს კლინიკური დიაგნოსტიკისა და ექიმების მეთვალყურეობის საფუძველზე. ჰოლისტიკური რითრითები კი უფრო მეტად კონცენტრირებულია მედიტაციაზე, კვებაზე და სხეულის თერაპიებზე. ორივე მიდგომა ეფექტურია, არჩევანი თქვენი ჯანმრთელობის მიზნებზე უნდა იყოს დამოკიდებული.
04 – „ᲡᲐᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝ ᲙᲠᲘᲖᲘᲡᲘ“ ᲠᲔᲐᲚᲣᲠᲘᲐ
სერიოზული დეტოქსის დროს მეორე და მესამე დღე ხშირად ყველაზე რთულია: შესაძლოა გაჩნდეს თავის ტკივილი, დაღლილობა ან ემოციური არასტაბილურობა. ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი ვერ მიმდინარეობს, პირიქით, ორგანიზმი იწყებს იმ ნივთიერებების გამოდევნას, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაგროვილი. ეს ეტაპი მალე გაივლის და მას სიცხადისა და ენერგიის შეგრძნება მოჰყვება.
05 – ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ყველა სერიოზული რითრითი სტუმრებს სთავაზობს პროგრამის დასრულების შემდეგ სპეციალურ რეკომენდაციებს და კვების გეგმას. სწორედ დაბრუნების შემდეგი კვირებია გადამწყვეტი, იქამდე, სანამ ძველი ჩვევები ისევ იჩენს თავს. დაიცავით გეგმა.
Georgian Airways მომხმარებლებს სთავაზობს მოსახერხებელ რეისებს თბილისიდან რომში, პარიზსა და ციურიხში, ხოლო პარტნიორი ავიაკომპანიების მეშვეობით - ბანგკოკში, სანხოსეში და მეხიკოში. ველნეს მოგზაურობის მარშრუტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს მოგზაურობის კონსულტანტს.
HORIZONS · ᲕᲔᲚᲜᲔᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲔᲛᲐ · 2026 რითრითების შესახებ ინფორმაცია ზუსტია გამოცემის მომენტისთვის. მიმდინარე შეთავაზებებისთვის გთხოვთ, უშუალოდ დაუკავშირდეთ შესაბამის წარმომადგენლობას.







