Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
## იცოდით, რომ თვითმფრინავს ზაფხულში აფრენისთვის უფრო გრძელი ასაფრენი გარბენი სჭირდება, ვიდრე ზამთარში?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.
საშუალოდ, Boeing 737-ის სხვადასხვა მოდელს სჭირდება მაქსიმალური წონის გათვალისწინებით 1.7 კმ-დან 2.4 კმ-მდე.
რატომ განსხვავდება ეს ზაფხულსა და ზამთარში?
ზაფხულში ჰაერი უფრო თბილი და ნაკლებად მკვრივია, ამიტომ ფრთა შედარებით ნაკლებ ამწევ ძალას (lift) ქმნის და შედეგად, ასაფრენ ზოლზე უფრო დიდ მანძილს გადის.
ზამთარში კი ჰაერი უფრო ცივი და მკვრივია, რის გამოც ფრთები უფრო ეფექტიანად ქმნის ამწევ ძალას და საჭირო ასაფრენი გარბენი, სხვა პირობების უცვლელობის შემთხვევაში, უფრო მოკლეა.
სწორედ ამიტომ ერთი და იგივე თვითმფრინავის ასაფრენი მანძილი შეიძლება სეზონისა და პირობების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.


