Georgian Airways ჟურნალი ENG
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ შესრულდება: ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, მგზავრებისთვის კომფორტულ დროს: თბილისიდან ბათუმში – დილის 9 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისში – 19.30-ზე. ფრენის ხანგრძლივობაა 45 წუთი.

თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი მეზვრიშვილმა და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.

შავი ზღვის სანაპირო
მოგზაურობა

შავი ზღვის სანაპირო

შავი ზღვის სანაპირო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და დაახლოებით 330 კილომეტრზეა გადაჭიმული. ფსოუს შესართავიდან (აფხაზეთი) ჭოროხის შესართავამდე (აჭარა). ეს ტერიტორია მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან რეგიონს: აფხაზეთის რეგიონი (დროებით ოკუპირებული), სამეგრელოს,გურიის და აჭარის. სანაპიროს…