რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
რატომ ტოვებს თვითმფრინავი ცაში თეთრ ზოლებს?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.
როდესაც ქარი თვითმფრინავს წინიდან უბერავს, ფრთებზე ჰაერის ნაკადი უფრო სწრაფად მოძრაობს. ამის შედეგად ფრთა უფრო ადვილად ქმნის ამწევ ძალას (Lift).
ეს ნიშნავს, რომ:
• თვითმფრინავი უფრო სწრაფად აღწევს აფრენისთვის საჭირო ამწევ ძალას;
• ასაფრენ ზოლზე ნაკლები გარბენი სჭირდება;
• აფრენა უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.
სწორედ ამიტომ, თუ ქარის მიმართულება შეიცვალა, შესაძლოა აეროპორტში აფრენისა და დაფრენის მიმართულებაც შეიცვალოს.
თეთრი ხაზები, რომელსაც ცაში ხშირად ვხედავთ, კონდენსაციური კვალია.
როგორ წარმოიქმნება?
თვითმფრინავის ძრავები გამოყოფს ძალიან ცხელ და ტენიან აირებს, მაღალ სიმაღლეზე ჰაერი ძალიან ცივია ხშირად -40°C ან უფრო ნაკლები, ცივ ჰაერთან შეხებისას წყლის ორთქლი სწრაფად იყინება, წარმოიქმნება პატარა ყინულის კრისტალები, რომლებიც თეთრი ზოლის სახით ჩანს.
ზოგჯერ ეს ზოლები სწრაფად ქრება, ზოგჯერ კი დიდხანს რჩება ცაში – ეს ჰაერის ტენიანობასა და ტემპერატურაზეა დამოკიდებული



