Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

ქალაქის გიდი - გასართობი ადგილები თბილისში

ქალაქის გიდი - გასართობი ადგილები თბილისში

თბილისი ქალაქი, სადაც ისტორიული უბნები და თანამედროვეობით სავსე ქუჩები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ. აქ ყოველი კუთხე კულტურის, ემოციის და გართობის ელემენტებს თანაბრად იზიარებს.

სად გავერთოთ? ეს ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს, ზოგჯერ საკუთარ თავს ხშირად ვუსვამთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალ ქვეყანას ვსტუმრობთ. ჩვენს სტატიაში თქვენთვის თბილისში არსებული საინტერესო და მრავალფეროვანი გასართობი ადგილების გაზიარება გადავწყვიტეთ, სადაც დღის ხმაური და ღამის გართობა თანაბრად არის წარმოდგენილი.

Roots Coffee and More – კონცეპტუალური, სკანდინავიური და ამერიკული ლოფტის სტილში შექმნილი სივრცეა, რომელიც სტუმრებს ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო ყავასთან ერთად, განწყობას და ემოციებს სთავაზობს. ადგილი, ქალაქის ცენტრში, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, იმუშაოთ, ახალი მეგობრები შეიძინოთ და მეგობრულ, მშვიდ გარემოში ყოფნით ისიამოვნოთ.

„რუთსის“ იდეა და ფილოსოფია სიმარტივეზე, სიმსუბუქეზე და კეთილგანწყობაზე დგას.სივრცის უნიკალური კონცეფცია, ბრენდინგი და საკუთარი საავტორო დიზაინი, მას ქალაქის ნიშურ ადგილად აქცევს, სადაც გართობა ემოციურ გამოცდილებად იქცევა.

სერვისის და პროდუქტების მრავალფეროვნება, როგორებიცაა: არომატული ყავა, ჩაი, ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელები, დეკორატიული ნივთები სახლისთვის, იტალიური თავის მოვლის საშუალებები, აზიური ტანსაცმელი დიდებისთვის და ბავშვებისთვის, კიდევ უფრო ამყარებს იმ იდეას, რომ „რუთსი“ არა მხოლოდ კაფე, არამედ ადგილია, სადაც კომფორტი, სტილი და კარგი განწყობა ერთიანდება და ერთხელ მისულ სტუმრებს აუცილებლად აბრუნებს უკან.

სასტუმრო „სტამბა“ – თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ურბანული სივრცეა, რომელიც კულტურის, გართობის და თანამედროვე ქალაქის ცხოვრების მთავარ კერას წარმოადგენს. სტამბა სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებების, წვეულებების, გამოფენების და მუსიკალური საღამოების ხშირი მასპინძელია. გამორჩეული დიზაინი, თავისუფალი სივრცეები, კაფერესტორნები და ბარი გემრიელი კერძებით, საფირმო კოქტეილებით თანამედროვე გართობის და შემოქმედებითი ენერგიის მოყვარულთათვის აუცილებლად სანახავ ადგილს წარმოადგენს.

ლოლიტა – ლოლიტა არა მხოლოდ კვების ობიექტი, არამედ თანამედროვე თბილისური ცხოვრების სტილის სიმბოლოა, თავისუფალი ენერგიით, მუსიკით და მსუბუქი საღამოს გართობით. სივრცე კაფეს, ბარს და კლუბურ გარემოს აერთიანებს. ლოლიტას ფართო ტერასაზე და შიდა დარბაზში დღე მშვიდი საუზმით იწყება, ხოლო საღამო მუსიკით, სოციალური შეხვედრებით და არაოფიციალური წვეულებების განწყობით გრძელდება.

ონორე – 2020 წლიდან თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების საყვარელი საჭმელი და დასასვენებელი ადგილია. რესტორანი თბილისის ისტორიულ რაიონში, ოქროსუბანში, რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან და დინამოს სტადიონიდან 10 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს. სივრცე მე19-ე საუკუნის ბოლოს, გერმანელი იმიგრანტების მიერ აშენებულ ულამაზეს ფსევდო-გოთური არქიტექტურის შენობაშია განთავსებული, რომელსაც ორივე ფასადის მხარეს გრძელი, თბილისური შუშაბანდი დაჰყვება. რესტორანი რამდენიმე დარბაზის და ორი ეზოსგან შედგება. შიდა ეზო კარგ ამინდში დიდებული მოსასვენებელი და სატრაპეზო ადგილია. ტრაპეზს განსაკუთრებით ონორეს ნატურალური ღვინო და ონორეს საავტორო კოქტეილები უხდება, რომელიც შავ ჟილეტებსა და თეთრ პერანგებში გამოწყობილ ბარმენებს სტუმრებთან მოაქვთ. ონორეს ეზოში უზარმაზარი ადგილი ღია სამზარეულოს უკავია, მენიუში მთავარი ადგილი ქართულ საჭმელს, უფრო კონკრეტულად კი, ტრადიციულ ღორის მწვადს უჭირავს, რომელიც საქართველოსთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის კერძია. მენიუს სხვა ვარსკვლავები კი ქაბაბი აზერბაიჯანულად, ქაბაბი ქუთაისურად, ტაფის იმერული ხაჭაპური, კარაქში შემწვარი კარტოფილი ხახვით და რა თქმა უნდა, ქათმის ღვიძლი ქლიავით გახლავთ. ონორეს შენობაში, ამავე ჯგუფის მეორე რესტორანი „პალმები“ მდებარეობს, რომელიც განსხვავებული მენიუთია წარმოდგენილი და სტუმრებს ხინკალს, აჭარულსა და ფენოვან ხაჭაპურს სთავაზობს. ინტერიერი აქაც მყუდრო და მშვენიერია, ეზო დიდი და მწვანე. ონორეს და პალმების ეზოებს გრაფიტით აჭრელებული ვარდისფერი პორტალი აკავშირებს, სადაც საპატიო ადგილი ბათუმელი ვარსკვლავის, მამაფლექსის ტაგს უჭირავს – 13BB ფაბრიკა – თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ახალგაზრდული შეკრების ადგილია, რომელიც ყოფილი საბჭოთა სამკერვალო ქარხნის შენობას ახალ სიცოცხლეს აძლევს. სივრცე ჰოსტელს, ბარებს, კაფეებს, კვების ობიექტებს, კონცეპტუალურ მაღაზიებს და შემოქმედებით სტუდიებს აერთიანებს, რაც მას ქალაქის გართობის მთავარ ცენტრად აქცევს. ფაბრიკას ეზო მუსიკით, ქუჩის კულტურით, ღონისძიებებით და მეგობრული შეხვედრებით მუდმივად სავსეა. აქ ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები დროის თავისუფალ გარემოში გასატარებლად და ქალაქის ერთერთი ყველაზე ორიგინალური სოციალური სივრცეში განსატვირთად ყოველდღიურად იკრიბებიან.

კიდევ წაიკითხეთ

ფრენა სხვადასხვა ამინდში
ავიაცია

ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად
მოგზაურობა

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

ბავშვებთან მოგზაურობა ხშირად მშობლებისთვის სერიოზულ გამოცდას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ფრენა შეიძლება იქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, ისეთ ამბად, რომელსაც ბავშვები წლების შემდეგ ღი მილით გაიხსენებენ. ყველაფერი იწყება იმ მომენ ტიდან, როცა გადაწყვეტთ, რომ ფრენა…

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი
მოგზაურობა

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.