Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

როგორ დავძლიოთ ფრენის შიში - ავიაფობია

როგორ დავძლიოთ ფრენის შიში - ავიაფობია

ფრენის შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა თანამედროვე სამყაროში. სტატისტიკის მიხედვით, მოზრდილთა დაახლოებით 25-40%-ი გარკვეული დონის შიშს ან დისკომფორტს განიცდის ფრენისას, ხოლო მოსახლეობის 5-10%-ს აქვს გამოხატული ავიაფობია, რომელიც მოგზაურობას სერიოზულ დაბრკოლებად აქცევს. მიუხედავად ამისა, ფრენა კვლავ რჩება ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად, რის გამოც სწორად შერჩეული მეთოდებით შიშის დაძლევა აბსოლუტურად შესაძლებელია. სწორედ ამ სტატიაში განვიხილავთ მარტივ, პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაუმკლავდეთ ფრენის ფობიას და მოგზაურობა უფრო მშვიდ და სასიამოვნო გამოცდილებად აქციოთ.

ფრენის შიშთან გასამკლავებლად პირველი და ერთერთი ყველაზე ეფექტური ნაბიჯი ინფორმაციის მიღებაა. როდესაც ადამიანს უკეთ ესმის, როგორ მუშაობს თვითმფრინავი, რატომ ხდება ტურბულენტობა, რამდენად მკაცრია უსაფრთხოების წესები და როგორი მონაცემებია ავიაციის უსაფრთხოებაზე. ხშირდ შიში მნიშვნელოვნად მცირდება. ინფორმირებულობა ამცირებს შიშს და გაურკვევლობას.

მეორე ნაბიჯი არის სუნთქვითი და დასამშვიდებელი ტექნიკების ყოველდღიურად გამოყენება. ღრმა, ნელი სუნთქვის პრაქტიკა, როგორც ფრენის წინ, ისე ფრენისას ეფექტურად ამცირებს დაძაბულობას, ამიტომაც ექსპერტები ფრენის ფობიის მქონე ადამიანებს ურჩევენ ფრენამდე მოკლე სუნთქვითი ვარჯიშები ჩაიტარონ.

მესამე ნაბიჯი დაკავშირებულია ყურადღების გადართვასთან. ფრენისას შიში ხშირად ძლიერდება, როდესაც ადამიანი მთელი ყურადღებით უსმენს თითოეულ ხმას ან აკვირდება ყოველ მოძრაობას. ამის ნაცვლად მოუსმინეთ მუსიკას, უყურეთ ფილმს, წაიკითხეთ წიგნი – ეს მეთოდები ნამდვილად დაგეხმარებათ დაძლიოთ თქვენს სხეულში არსებული შიში.

მეოთხე ნაბიჯი არის ექსპოზიციური თერაპიის პრინციპი. ეს არის ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც გამოიყენება შიშების, ფობიების, პოსტტრავმული სტრესის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის და სხვა შფოთვითი მდგომარეობების დასამუშავებლად. მისი მიზანია ადამიანი ნელ-ნელა და უსაფრთხო გარემოში შეხვდეს იმ გარემოს, რომელიც შიშს ან შფოთვას იწვევს. მაგალითად თუ პირველი ფრენისთვის ემზადებით, წინასწარ მიდით აეროპორტში, გაეცანით გარემოს, ახლოდან დაინახეთ თვითმფრინავი. თავდაპირველად დაგეგმეთ მოკლე ფრენა და შემდეგ გაზარდეთ ფრენის ხანგრძლივობა.

მეხუთე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის საკუთარი ფიქრების დაკვირვება და მათი სწორად მართვა. ფრენის შიში ხშირად ღრმავდება მაშინ, როცა ადამიანი კატასტროფის შესახებ ფიქრობს. მაგალითად, როცა ტურბულენტობას აღვიქვამთ, როგორც საფრთხეს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ეს თვითმფრინავისთვის სრულიად ნორმალური მოვლენაა. ფიქრების შეცვლა უფრო რეალისტურით – „ეს ჩვეულებრივი ტურბულენტობაა” მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვას.

მეექვსე ნაბიჯი უკავშირდება პროფესიულ დახმარებას, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა შიში ინტენსიურია. ფსიქოლოგები და თერაპევტები იყენებენ სპეციალურ მეთოდებს, რომლებიც მიზნად ისახავს ფობიის შემცირებას. ხშირად რამდენიმე სესია საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ფრენა აღარ აღიქვას საფრთხედ და შეძლოს მოგზაურობა მშვიდად.

კიდევ წაიკითხეთ

ფრენა სხვადასხვა ამინდში
ავიაცია

ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად
მოგზაურობა

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

ბავშვებთან მოგზაურობა ხშირად მშობლებისთვის სერიოზულ გამოცდას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ფრენა შეიძლება იქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, ისეთ ამბად, რომელსაც ბავშვები წლების შემდეგ ღი მილით გაიხსენებენ. ყველაფერი იწყება იმ მომენ ტიდან, როცა გადაწყვეტთ, რომ ფრენა…

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი
მოგზაურობა

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.