Georgian Airways ჟურნალი ENG
ავიაცია

თვითმფრინავის შექმნის ისტორია და განვითარების გზა

თვითმფრინავის შექმნის ისტორია და განვითარების გზა

წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თანამედროვე ცხოვრება თვითმფრინავის გარეშე. რამდენ დროს დაკარგავდნენ ადამიანები ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადასაადგილებლად ან თუნდაც ქვეყნიდან ქვეყანაში. როგორი იქნებოდა მსოფლიო ეკონომიკა მაშინ, როდესაც საგრძნობლად შემცირდებოდა ნივთების ტრანსპორტირება ან სასურველი მოგზაურობის წერტილები უბრალოდ მიუღწეველ ადგილებად დარჩებოდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმფრინავის გარეშე, ადამიანებს თანამედროვეობაში ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწევდათ.

თვითმფრინავის შექმნა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევაა. ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდნენ ფრენაზე – ამ სურვილს ასახავდა როგორც მითოლოგია, ისე ხელოვნება. თუმცა იმდროინდელი ტექნოლოგიური ცოდნა ოცნების რეალობად ქცევისთვის საკმარისი არ იყო.

რენესანსის ეპოქაში, XV საუკუნეში, ლეონარდო და ვინჩიმ ფრენის იდეას მეცნიერული საფუძველი მისცა. მან შექმნა მრავალი ესკიზი და მექანიკური მოდელი, რომლებიც ადამიანის ფრენის იმიტაციას ცდილობდა და დღესაც აღფრთოვანებას იწვევს ინჟინრებსა და ისტორიკოსებში. თუმცა, იმდროინდელი ტექნოლოგიური დონე მისი იდეების განხორციელების საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომ ფრენის ოცნება მაშინ კვლავ მიუღწეველი დარჩა.

ფრენისადმი ინტერესმა ახალი მიმართულება XVIII საუკუნეში მიიღო, როცა ფრანგმა ძმებმა, ჟოზეფ და ჟაკ მონგოლფიემ 1783 წელს ცაში ასწიეს პირველი ცხელი ჰაერის ბუშტი. ეს იყო ადამიანის პირველი წარმატებული აფრენა.

ნამდვილი გადატრიალება 1903 წელს მოხდა, როცა ამერიკელმა გამომგონებლებმა ორვილ და ვილბურ რაიტებმა პირველი მართვადი, ძრავიანი და „ჰაერზე მძიმე“ თვითმფრინავი შექმნეს. მას „ფლაიერ 1“ ეწოდა. პირველი ფრენა სულ 12 წამს გაგრძელდა და 36 მეტრი დაფარა. ეს მცირე, მაგრამ ისტორიული ნაბიჯი კაცობრიობის ისტორიაში ავიაციის ეპოქის დასაწყისი გახდა.

შემდგომ წლებში თვითმფრინავების განვითარება სწრაფი ტემპით გაგრძელდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ისინი სამხედრო მიზნებისთვის ფართოდ გამოიყენეს, რამაც მათი კონსტრუქცია და შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მეორე მსოფლიო ომში გამოჩნდა რეაქტიული ძრავიანი თვითმფრინავები, რომლებმაც ფრენის სიჩქარე და სიმაღლე მნიშვნელოვნად გაზარდა.

ომის შემდეგ დაიწყო სამგზავრო ავიაციის ოქროს ხანა. 1958 წელს Boeing 707-ის პირველი კომერციული ფრენა შედგა ნიუ-იორკიდან პარიზამდე. Boeing 707-ის რეაქტიულ თვითმფრინავს 180-მდე მგზავრის გადაყვანა შეეძლო. ის გაცილებით სწრაფი და კომფორტული იყო პროპელერულ თვითმფრინავებთან შედარებით. 707-ის წარმატებამ საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრია სრულიად გარდაქმნა. ფრენა უფრო სწრაფი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახდა.

Boeing 707-ის შემდეგ კომპანიამ შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოდელი. Boeing 727 პოპულარული გახდა შიდა ავიარეისებში თავისი მოქნილობისა და მოკლე ასაფრენი ზოლის საჭიროების გამო. Boeing 737კი დღემდე მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად სამგზავრო თვითმფრინავად ითვლება მისი თანამედროვე მოდიფიკაციები - Next Generation და MAX საწვავის დაზოგვასა და ეკოლოგიურ ეფექტურობას უზრუნველჰყოფს.

კიდევ ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი ავიაციის ისტორიაში იყო Boeing 747, რომელიც 1969 წელს გამოვიდა. ეს გიგანტური თვითმფრინავი, რომელსაც 400-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა შეეძლო, გახდა გლობალური სიმბოლო მასობრივი და კომფორტული ფრენის. ის ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვებს და ფაქტობრივად განსაზღვრა თანამედროვე ავიაციის სტანდარტი.

შემდგომ წლებში კომპანია “Boeing”-მა შექმნა ახალი თაობის მოდელებიBoeing 757, 767, 777 და ბოლოს Boeing 787 Dreamliner (2011), რომელიც კომპოზიტური მასალებით, ენერგოეფექტური ძრავებითა და ინოვაციური ავიონიკით გამოირჩევა. პარალელურად, ევროპულმა კომპანიამ Airbus-მა კონკურენცია შესთავაზა Boeing-ს და საკუთარი მოდელებით – A320, A380 და სხვა მნიშვნელოვნად განავითარა გლობალური ავიაცია.

დღეს თვითმფრინავები არა მხოლოდ ტრანსპორტის საშუალება, არამედ ტექნოლოგიური ინოვაციის სიმბოლოა. თვითმფრინავის განვითარების გზა ლეონარდო და ვინჩის ოცნებიდან თანამედროვე რეალობამდე ნათლად აჩვენებს, რამდენად შეუძლია ადამიანურ გონებას შეუძლებლის მიღწევა.

კიდევ წაიკითხეთ

ფრენა სხვადასხვა ამინდში
ავიაცია

ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად
მოგზაურობა

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

ბავშვებთან მოგზაურობა ხშირად მშობლებისთვის სერიოზულ გამოცდას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ფრენა შეიძლება იქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, ისეთ ამბად, რომელსაც ბავშვები წლების შემდეგ ღი მილით გაიხსენებენ. ყველაფერი იწყება იმ მომენ ტიდან, როცა გადაწყვეტთ, რომ ფრენა…

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი
მოგზაურობა

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.