რჩევები მსოფლიოს წამყვანი სათხილამურო კურორტების შესახებ

სათხილამურო სეზონი მრავალ მოგზაურს განსაკუთრებულად იზიდავს, თუმცა საუკეთესოდ გატარებული ზამთრის არდადეგები სწორად შერჩეული კურორტით იწყება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე წამყვანი სასტუმროები და ტრასები სხვადასხვა ტიპის გამოცდილებას აერთიანებს - იქნება ეს ელიტური დასვენება, ატრაქციონებით სავსე დიდი სივრცეები თუ პროფესიონალებისთვის განკუთვნილი რთული ფერდობი. სტატიაში გთავაზობთ სამ ყველაზე ცნობილ კურორტს, რომელიც ყოველწლიურად ათიათასობით მოთხილამურეს მასპინძლობს.
საფრანგეთში მდებარე ვალ დ იზერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრესტიჟული ალპური კურორტია, რომელსაც მოთხილამურეების სამყაროში განსაკუთრებული რეპუტაცია აქვს.კურორტი არა მხოლოდ თანამედროვე სათხილამურო ინფრასტრუქტურით, არამედ მდიდარი ისტორიითაც გამოირჩევა. მისი პირველი სათხილამურო ლიფტები გასული საუკუნის 30- იან წლებში აშენდა და დღემდე ვალ დ იზერი ალპების „კლასიკად“ რჩება. აქ თოვლიანი სეზონი ჩვეულებრივ დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება, რაც სტუმრებისთვის იდეალურ დასასვენებელ პირობებს ქმნის. კურორტი აერთიანებს ორ ცნობილ კურორტს - ვალ დ იზერს და ტიგნიეს (Tignes), რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრ ტრასას მოიცავს. ეს სათხილამურო ზონა იდეალურია როგორც დამწყებებისთვის, ისე გამოცდილი მოთხილამურეებისთვის. არსებობს როგორც მსუბუქი, ფართო ტრასები დამწყებებისთვის, ასევე ტექნიკურად რთული, ციცაბო დაღმართები პროფესიონალებისთვის, რომელთა ნაწილი მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპებისთვისაც გამოიყენება. კურორტის ცენტრი არქიტექტურითაც გამოირჩევა, ასევე აქ მრავლადაა წარმოდგენილი კაფეები და ბარები. თუმცა სეზონის პიკში სასტუმროები და აპარტამენტები სწრაფად ივსება, ამიტომ თუ აქ სტუმრობას გადაწყვეტთ ვიზიტის დაგეგმვა წინასწარ სჯობს.
შვეიცარიული სან-მორიცი ელეგანტური დასვენების სიმბოლოდ ითვლება. ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში კურორტი იქცა მდიდარი და გავლენიანი სტუმრების თავშეყრის ადგილად. მისი მშრალი, ცივი კლიმატი იდეალურ პირობებს ქმნის როგორც თხილამურისთვის, ისე სხვადასხვა ზამთრის სპორტისთვის, მათ შორის ბობსლეისთვისა და კერლინგისთვის. სან-მორიცი ცნობილი გახდა ყინულზე გამართული ცხენოსნური შეჯიბრებებითაც, რომლებიც უნიკალური სანახაობაა. კურორტის ტრასები განსაკუთრებით მიმზიდველია საშუალო და მაღალი დონის მოთხილამურეებისთვის, თუმცა დამწყებებსაც აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ მყუდრო, შედარებით მარტივი ფერდობები. გარდა სპორტისა, სან-მორიცი ცნობილია მაღალი კლასის სასტუმროებითა და რესტორნებით, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კულინარიის მაღალი დონეა წარმოდგენილი. ეს ადგილი იდეალურია მათთვის, ვისაც კომფორტი და პრემიუმ ხარისხი ძირითად კრიტერიუმებად მიაჩნია.
კანადაში მდებარე ვისტლერი ბლექკოუმბი (Whistler Blackcomb) ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სათხილამურო კურორტია. ბუნებით განებივრებული ბრიტანული კოლუმბიის რეგიონი გამოირჩევა სქელი თოვლით, ხშირი ნალექით და რთული რელიეფით, რაც განსაკუთრებით იზიდავს სნოუბორდერებსა და ექსტრემალურ სპორტზე შეყვარებულ სპორტსმენებს. ორ მთას Whistler-სა და Blackcomb-ს შორის დამაკავშირებელი Peak 2 Peak გონდოლა ინჟინერიის საოცრებაა და რეკორდსმენი გახდა როგორც ყველაზე გრძელი უსაყრდენო მონაკვეთის მქონე საბაგირო. ამ გონდოლის გავლით მოგზაურები მარტივად გადადიან ერთი ფერდობიდან მეორეზე, რაც დღიური სათხილამურო პროგრამის მრავალფეროვნებას კიდევ უფრო ზრდის. ვისტლერი ასევე ცნობილია ოჯახური მოგზაურობებისთვისაც. აქ უამრავი საბავშვო სკოლა, სათამაშო ზონა და მყუდრო სოფლის სტილის ცენტრია, სადაც მაღაზიები და კაფეები მარტივად აძლევს სტუმრებს დასვენების საშუალებას.
საბოლოოდ, საუკეთესო ზამთრის მოგზაურობა იწყე ბა სწორი გადაწყვეტილებით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გამოცდილებას, ბიუჯეტს და იმ ატმოსფეროს, რომელსაც თითოეული კურორტი გთავაზობთ. სათანა დო დაგეგმვის შემთხვევაში, ნებისმიერი ზემოთ ჩამოთ ვლილი მიმართულება დაუვიწყარ ზამთრის სათხილა მურო თავგადასავალს გპირდებათ.






