სოფიკო ჭიაურელი

ქართულ კინოსა და თეატრს არაერთი გამორჩეული სახე ახსოვს, თუმცა მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსახიობს, ქალბატონს რომლის სახელიც თავად იქცა ქართული ხელოვნების სიმბოლოდ.
ჩემი ეზო, რაც გინახავს ვეღარ ნახავ, ვერის უბნის მელოდიები, არ იდარდო, ამბავი ერთი ქალიშვილისა ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალი და მცირე ნაწილია იმ მდიდარი კინომემკვიდრეობის, რომელიც მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა ხალხს დაუტოვა.
გამორჩეული შემოქმედება, რომელმაც ქართული კინოს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა.
სოფიკო იყო არტისტი, რომლის სცენური ენერგია, სილამაზე, ინტელექტი და საოცარი ემოციური სიღრმე მაყურებლის გულში დაუვიწყარ მოგონებებს ტოვებდა. მისი სახელი დაკავშირებულია ქართული კულტურის იმ პერიოდთან, როდესაც კინო და თეატრი არა მხოლოდ ხელოვნება, არამედ მთელი ეპოქის სული იყო.
წელიწადის იმ დროს მაშინ როდესაც ბუნება იღვიძებს 1937 წლის 21 მაისს თბილისში მსახიობი სოფიკო ჭიაურელი დაიბადა. პატარა სოფიკო ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა, ზუსტად იქ სადაც ხელოვნება ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო – ცნობილი კინორეჟისორის მიხეილ ჭიაურელის და ქართული თეატრის ლეგენდად წოდებული ვერიკო ანჯაფარიძის ოჯახში. ასეთ არაჩვეულებრივ გარემოში გაზრდილმა სოფიკომ ბავშვობიდანვე შეიგრძნო სცენისა და კინოს განსაკუთრებული ხიბლი.
განებივრებული სოფიკო და ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორის გიორგი დანელიას დეიდაშვილი გახლდათ.
მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სოფიკო ჭიაურელი კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი გახდა. სწორედ ამის შემდეგ 1964 – 1968 წლებში სოფიკო რუსთაველის თეატრის დიდი სცენის დასის წევრი ხდება.
წლების შემდეგ ქართული ფილმი ამერიკაში, კერძოდ კი ჩიკაგოში კინოფესტივალზე საუკეთესო ნამუშევრებს შორის წარადგინეს,თენგიზ აბულაძის ფილმი ნატვრის ხე11 ჯილდოს მფლობელი გახდა.
მხატვრული ხერხები, გონებამახვილური მიგნებები და
ინდივიდუალიზმი სოფიკო ჭიაურელის განუყოფელი ნაწილი იყო. დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა სოფიკოს რეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან,რომელიც მას საკუთარ მუზად მიიჩნევდა. მიმიკა, მოძრაობა, გარეგნობა და ჩაცმის სტილი რომლითაც მსახიობმა ეპოქის დაუვიწყარი სახე შექმნა. ფარაჯანოვისთვის სოფიკო ჭიაურელი განსაკუთრებული შთაგონების წყარო იყო. რეჟისორი ხშირად ამბობდა, რომ მისი ფილმების წარმოსახვა სოფიკოს გარეშე თითქმის შეუძლებელი იყო. მსახიობმა ითამაშა ფარაჯანოვის რამდენიმე მნიშვნელოვან ფილმში, მათ შორის ყველაზე ცნობილია „ბროწეულის ფერი“ 1969 წელს. ამ ფილმში სოფიკო ჭიაურელმა რამდენიმე განსხვავებული როლი შეასრულა, რაც მისი სამსახიობო ოსტატობის უნიკალური მაგალითია.
ქართული კინოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ფილმს „ჩვენი ეზო“ (1956). სწორედ ამ ფილმთან არის დაკავშირებული ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მისი სიყვარული რეჟისორ გიორგი შენგელაიასთან.
სოფიკო ჭიაურელმა სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში გაიცნო გიორგი შენგელაია. მათი ურთიერთობა მალე სიყვარულში გადაიზარდა და მოგვიანებით ოჯახიც შექმნეს. ეს საოცარი კავშირი არა მხოლოდ პირადი ცხოვრების, არამედ ქართული კულტურის ისტორიაშიც მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ორივე მათგანმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული კინოს განვითარებაში.ნიკუშა და სანდრო შენგელაია ისინი ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის და რეჟისორის გიორგი შენგელაიას შვილები, შემოქმედებითი ტრადიციის მემკვიდრეები არიან.
სოფიკო ჭიაურელი არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ცხოვრებაშიც საოცრად მზრუნველი და თბილი ადამიანი პირველ რიგში კი დედა იყო. სოფიკოსთვის ოჯახი ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება კარიერის მხრივ საკმაოდ დატვირთული იყო, ხშირად აღნიშნავდა, რომ მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება შვილები და ოჯახი იყო.
ფიქრის გორა – ადგილი, რომელსაც თბილისის კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს. სწორედ აქ მდებარეობს სახლი, სადაც სოფიკო ჭიაურელი მეორე მეუღლესთან მსახიობ კოტე მახარაძესთან ერთად ცხოვრობდა.
კოტე მახარაძე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურა იყო ქართულ თეატრსა და ტელევიზიაში. იგი არა მხოლოდ გამორჩეული მსახიობი, არამედ ლეგენდარული სპორტული კომენტატორიც იყო. „ცხოვრებაში, მითუმეტეს პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა რომ ორჯერ მეყვარებოდა…“ – ამბობდა სოფიკო ჭიაურელი, რომელმაც კოტე მახარაძესთან ერთად 30 წელი იცხოვრა. კოტეს და სოფიკოს სიყვარულის ისტორია „ურიელ აკოსტას“ რეპეტიციებზე დაიწყო. კოტე სოფიკოზე 11 წლით უფროსი იყო.
ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო“ – თეატრი 1987 წელს კოტე მახარაძის ინიციატივით შეიქმნა. ბინა დაიდო ვერიკო ანჯაფარიძის და მიხეილ ჭიაურელის მუზეუმში ფიქრის გორაზე. დაარსების პირველივე დღეებიდანვე თეატრში კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი მონოსპექტაკლებს წარმოადგენდნენ. მართავდნენ შემოქმედებით საღამოებს, აწყობდნენ შეხვედრებს ხელოვანებთან. კოტე მახარაძის გარდაცვალების შემდეგ თეატრის ხელმძღვანელობა სოფიკო ჭიაურელმა საკუთარ თავზე აიღო.
სოფიკო ჭიაურელი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მსახიობია. მას შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე.







