Georgian Airways ჟურნალი ENG
ველნესი

გაზაფხულის რეთრითები - ბგერითი თერაპია

გაზაფხულის რეთრითები - ბგერითი თერაპია

ბგერითი თერაპია, რომელიც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, ქართულ რეალობაში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს - ბგერითი თერაპიის სპეციალისტი, თეა კერესელიძე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიზიარებს, როგორ იქცა ეს გზა მისთვის პროფესიულ და პირად ტრანსფორმაციად და რატომ შეუძლია ვიბრაციას ადამიანის ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე ისეთი ძლიერი ზემოქმედება, რომელსაც სიტყვები ხშირად ვერ აღწერს.

ბგერითი თერაპია ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი პრაქტიკაა. როგორ მიხვედით ამ სფერომდე და რა იყო თქვენი პირადი ისტორია, რომელმაც ამ გზისკენ გიბიძგათ? მსოფლიო მასშტაბით ბგერითი თერაპია საკმაოდ გავრცელებული და ფესვებგადგმული პრაქტიკაა, თუმცა ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ახალია და მიხარია, რომ მის მიმართ ინტერესიც და ცნობიერებაც ყოველდღიურად იზრდება. პირადად მე ამ სფეროთი დავინტერესდი ამერიკაში ცხოვრების პერიოდში, სადაც პირველად გავიგე ამ ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის შესახებ, თუმცა ჩემი შინაგანი გზა ბევრად ადრე დაიწყო იმ ეტაპზე, როდესაც მენტალურად თითქოს ჩიხში აღმოვჩნდი და აღარ მაკმაყოფილებდა იმ რწმენებით ცხოვრება, რაც გარედან იყო მოწოდებული. სწორედ მაშინ დავიწყე საკუთარი თავის კვლევა, შინაგანი კითხვების დასმა და ნელ-ნელა გავხსენი სივრცე უფრო ღრმა შემეცნებისთვის რაც თან ახლდა როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ ცვლილებებს.

ბგერით თერაპიასთან პირველი რეალური შეხება ინტუიციურად მოხდა, როგორც კი ამ პრაქტიკის შესახებ გავიგე, დავიწყე მისი დამოუკიდებლად შესწავლა და მალევე პრაქტიკაც. ჩემთვის ეს განსაკუთრებით ბუნებრივი აღმოჩნდა, რადგან უფრო მოქმედებაზე ვარ ორიენტირებული, ვიდრე საუბარზე. ამ პროცესში დავინახე, რომ ბგერითი თერაპია მაძლევს საშუალებას ჩემი მზრუნველი ენერგია ჯანსაღად გამოვხატო და არა „გადამრჩენლის“ როლიდან, არამედ სივრცის შექმნით, სადაც ადამიანი თავად მოდის, თავად ირჩევს და თავად გადის საკუთარ პროცესს. ჩემი როლი ამ შემთხვევაში არის მხოლოდ უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა, ხოლო ბგერა არის ის საშუალება, რომელიც ადამიანს მოდუნებაში და საკუთარ თავთან დაკავშირებაში ეხმარება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება მქონდა ნეპალში, როდესაც ჩემმა მეგობარმა ჯანმრთელობის სერიოზული გადაღლის ფონზე გაიარა ბგერითი თერაპიის სესიები და მოკლე დროში აშკარა გაუმჯობესება მიიღო როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ დონეზე. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიჩინა სურვილი, უფრო პროფესიონალურად მესწავლა ეს მიმართულება. მოგვიანებით პორტუგალიაში გავიარე დამატებითი სწავლება სხვადასხვა ინსტრუმენტზე, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩემი ხედვა და შესაძლებლობა მომცა სესიები უფრო მრავალფეროვანი და ღრმა გამეხადა.

როგორ ახსნით მარტივად – რა ხდება ადამიანის სხეულსა და ფსიქიკაში ბგერითი თერაპიის დროს? რატომ მოქმედებს ვიბრაცია ასე ძლიერ ემოციურ მდგომარეობაზე? ბგერითი თერაპია არ არის მისტიკა, ეს არის ვიბრაციის საშუალებით სხეულზე, ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე ერთდროული ზემოქმედება. თანამედროვე ადამიანი ხშირად ცხოვრობს მუდმივ სტრესსა და „გადარჩენის რეჟიმში“, სადაც სხეულს არ რჩება დრო აღდგენისთვის და რეალური მოდუნებისთვის, ხოლო უსაფრთხო და მშვიდი სივრცეები იშვიათია. სწორედ ამ კონტექსტში ბგერითი თერაპია ხდება ერთ-ერთი გზა, რომელიც ხელს უწყობს სხეულისა და გონების ბუნებრივ დასვენებას და რეგულაციას.

ვიბრაცია პირდაპირ მოქმედებს სხეულზე, რადგან ჩვენი ორგანიზმის დიდი ნაწილი წყლისგან შედგება, ხმა არა მხოლოდ გვესმის, არამედ ფიზიკურადაც იგრძნობა, როგორც ნაზი მასაჟი, რაც ამცირებს დაძაბულობას. ამავე დროს ტვინი ავტომატურად ეწყობა რიტმს, ფიქრები ნელდება, სუნთქვა ღრმავდება და ნერვული სისტემა გადადის დასვენების მდგომარეობაში. სწორედ ამ მდგომარეობაში იწყებს ფსიქიკა გახსნას, ზედაპირზე ამოდის ის ემოციები, რომლებიც ადრე იყო დაგროვილი და ადამიანს ეძლევა მათი განცდისა და გათავისუფლების შესაძლებლობა. ამიტომ ვიბრაცია ასე ძლიერ მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე: ის ქმნის უსაფრთხო სივრცეს, სადაც სხეული და გონება თავად უბრუნდება ბალანსს.

თქვენს პრაქტიკაში რომელი ინსტრუმენტები გამოიყენება ყველაზე ხშირად - ტიბეტური თასები, გონგი, კრისტალური თასები თუ სხვა? რა განსხვავებული ეფექტი აქვს თითოეულს? ჩემს პრაქტიკაში ძირითადად ვიყენებ კრისტალურ და ტიბეტურ თასებს, თუმცა ასევე სხვადასხვა მცირე ინსტრუმენტებს, რომელთაც თითოეულს თავისი ფუნქცია აქვს და მუდმივად ვარ ახალი ხმების აღმოჩენის პროცესში, ამიტომ ინსტრუმენტების ჩამონათვალიც მუდმივად იზრდება. ბგერით თერაპიაში თითოეული ინსტრუმენტი განსხვავებულ დონეზე მუშაობს: ტიბეტური თასები უფრო ღრმა და „მიწიერ“ ვიბრაციას ქმნის, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის სხეულში დაძაბულობას და ამყარებს დამიწების შეგრძნებას; კრისტალური თასები გამოირჩევა უფრო სუფთა და მაღალი სიხშირით, რაც ძლიერად მოქმედებს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და ხშირად იწვევს სიმსუბუქისა და გათავისუფლების განცდას; გონგი კი ქმნის ყოვლისმომცველ ხმოვან ველს და შეუძლია უფრო ინტენსიური, ზოგჯერ ტრანსფორმაციული პროცესების გააქტიურება. დამატებითი ინსტრუმენტები, როგორიცაა ჩაიმები ან tuning forks, გამოიყენება სივრცის ჰარმონიზებისთვის და პროცესის გასაღრმავებლად.

სესიაში მხოლოდ ინსტრუმენტები არ არის მნიშვნელოვანი, ვიყენებ ასევე ხმას, გიდირებულ მედიტაციას, ელექტრონულ მუსიკას და სურნელებს, რის შედეგადაც მთელი პროცესი ერთგვარ შინაგან მოგზაურობას ჰგავს: ვიწყებთ ხმით და ენერგიის კონცენტრირებით, შემდეგ მოდუნების ფონზე ერთვება მუსიკა,ბგერები და სურნელები, რასაც ხშირად მოჰყვება ემოციური განტვირთვის ფაზა, ბოლოს კი ნელი დაბრუნება და გამოცდილების გააზრება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში „სწორი“ ან „არასწორი“ არ არსებობს, თითოეული გამოცდილება ინდივიდუალურია და ჩემი როლია შევუქმნა ადამიანს უსაფრთხო სივრცე, სადაც შეძლებს მოდუნებას და საკუთარ პროცესთან დარჩენას.

თქვენ ცოტა ხნის წინ პორტუგალიაში ჩაატარეთ რეთრითები. როგორ აღმოჩნდით იქ და როგორ მიიღეს ბგერითი თერაპიის პრაქტიკა საერთაშორისო აუდიტორიამ? მე ვარ retreatbilisi-ს ერთობის/გუნდის ნაწილი და გარკვეულ ეტაპზე ჩვენი რეთრითის ხელმძღვანელმა ლევან მათითაშვილმა შემოგვთავაზა რომ საქმიანობა გაგვეგრძელებინა პორტუგალიაში, მეც სიხარულით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ კვირაში გავემგზავრეთ, სადაც ჩვენი საქმიანობის გაგრძელება და განვითარება გვინდოდა. ამ მიმართულებით მანამდეც ვმუშაობდით ადამიანებთან და სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელეთ იქაც, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში აქტიურად ჩამოდიოდნენ მონაწილეები როგორც საქართველოდან, ისე საერთაშორისო აუდიტორიიდან და ვატარებდით სხვადასხვა რეთრითებს. ეს პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, ფაქტობრივად, ვიცხოვრე გარემოში, რომელსაც პირადად „სამოთხეს“ ვუწოდებ და სადაც ბუნებამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ხედვაზე, განსაკუთრებით ბგერითი თერაპიის მიმართულებით. რაც შეეხება საერთაშორისო აუდიტორიას, მათთვის ეს პრაქტიკა უკვე საკმაოდ ნაცნობი იყო, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო აღმოჩნდა, რომ ჩემი მიდგომაც მათთვის ღრმა და თერაპიულად ღირებული გახდა რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბგერითი თერაპია კონკრეტული მეთოდია, საბოლოო გამოცდილება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სივრცეს ქმნის ინსტრუქტორი და რა პროცესში მიჰყავს ადამიანი. ამავე დროს, გვქონდა შესაძლებლობა გვემუშავა გარემოში, სადაც სხვადასხვა პრაქტიკის გამოცდილი წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და ეს გამოცდილებების გაცვლა კიდევ უფრო ამდიდრებდა ჩვენს მუშაობა პორტუგალიაში ჩატარებული რეთრითებიდან რომელი გამოცდილება დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად – იყო თუ არა ისეთი მონაწილე ან ისტორია, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა? გამიჭირდება ერთი კონკრეტული მონაწილის ან ისტორიის გამოყოფა, რადგან თითოეული ადამიანი თავისთავად უნიკალური სამყაროა და თითოეულთან მუშაობა ჩემთვის ერთგვარი სარკეა, სადაც საკუთარ თავს უფრო ღრმად ვიცნობ. თუმცა შემიძლია გამოვყო მიმართულებები, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის, ესენია ადიქციებთან მუშაობა და მდუმარების რეთრითები. ადიქციების შემთხვევაში ადამიანი ხშირად შინაგან განხეთქილებაშია, უჭირს კონცენტრაცია, მოდუნება და დაკარგული აქვს უსაფრთხოების განცდა, ამიტომ ჩემი მთავარი ამოცანაა შევუქმნა ისეთი სივრცე, სადაც ნელნელა შეძლებს დამშვიდებას; ამ პროცესში ბგერითი თერაპია არის დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ნერვული სისტემის დარეგულირებაში და ადამიანს ამზადებს უფრო ღრმა თერაპიული პროცესისთვის რომელსაც გადის უკვე უშუალოდ დამოკიდებულებების სპეციალისტთან (ჩვენს შემთხვევაში ლევან მათითაშვილთან) რაც შეეხება მდუმარების რეთრითებს ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფორმატია, სადაც ადამიანები რამდენიმე დღე ერთად, მაგრამ სიჩუმეში ატარებენ დროს, ყოველგვარი გარე სტიმულის გარეშე; ასეთ პირობებში ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა უფრო პირდაპირ შეხვდეს საკუთარ თავს, გადააფასოს ცხოვრება და უსაფრთხო გარემოში გაიაროს შინაგანი პროცესებ თქვენი აზრით, რა ფსიქოლოგიური ან ემოციური პრობლემების დროს შეიძლება იყოს ბგერითი თერაპია განსაკუთრებით ეფექტური? ბგერითი თერაპია განსაკუთრებით ეფექტურია იმ მდგომარეობებში, სადაც ადამიანი გადაღლილია, სტრესშია და დაკარგული აქვს შიდა ბალანსი, მაგალითად, ქრონიკული სტრესი, შფოთვა, უძილობა, ემოციური გადატვირთვა ან შინაგანი დაძაბულობა; ასევე ხშირად გამოიყენება მაშინ, როცა ადამიანს უჭირს მოდუნება, სხეულთან კავშირის აღდგენა ან საკუთარი ემოციების გაცნობიერება. თუმცა ასევე შესაძლებელია უბრალოდ დასვენების მიზნით (როგორც ფიზიკურ სხეულს სჭირდება ვარჯიში და მოვლა ასევე სჭირდება ჩვენს სულიერ მხარესაც) მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბგერითი თერაპია არ არის სამედიცინო მკურნალობის შემცვლელი, თუმცა შეიძლება იყოს ძლიერი დამხმარე ინსტრუმენტი ფსიქოლოგიურ და თერაპიულ პროცესებში, რადგან იგი ეხმარება ნერვული სისტემის რეგულაციას, ამცირებს დაძაბულობას და ქმნის უსაფრთხო სივრცეს, სადაც ადამიანი უფრო მარტივად უკავშირდება საკუთარ თავს და იწყებს შინაგან ბალანსში დაბრუნება თუ ადამიანს არასოდეს გამოუცდია ბგერითი თერაპია და ცოტა სკეპტიკურად უყურებს ასეთ პრაქტიკებს – რას ეტყოდით, რატომ ღირს ერთხელ მაინც გამოცდა?** სკეპტიციზმი სრულიად ბუნებრივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პრაქტიკას, რომელსაც სიტყვებით ბოლომდე ვერასდროს ვხსნით და სწორედ ამიტომ ვიტყოდი, რომ ბგერითი თერაპია არ არის ის, რაც უნდა „დაიჯერო“, არამედ არის გამოცდილება, რომელიც უბრალოდ უნდა გამოსცადო, სესიაზე არ არის საჭირო რაიმეს ცოდნა, განსაკუთრებული განწყობა ან „სწორად გაკეთება“, საკმარისია უბრალოდ ყოფნა და მიმღებლობა იმის რაც ხდება. შესაძლოა შეხედოთ ასე, რომ მიდიხართ მუსიკალურ საღამოზე და უსმენთ ლამაზ, საინტერესო და დამამშვიდებელ მუსიკას რომელიც ამ ყველაფერთან ერთად თერაპიულია, ბევრი ადამიანი მოდის გარკვეული ეჭვით და მიდის შინაგანად უფრო მშვიდი, მოდუნებული ან საკუთარ თავთან უფრო ახლოს და ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ ერთხელ მაინც გამოსცადო ეს ყველაფერი.

კიდევ წაიკითხეთ

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია
ავიაცია

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია

როდესაც მგზავრი თვითმფრინავში ადის, ის საკუთარ უსაფრთხოებას ეკიპაჟს ანდობს. თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენწლიანი სწავლა, გამოცდილება და მუდმივი გადამზადება დგას ყოველი ფრენის უკან. თითოეული პილოტი ავიაკომპანიაში მუშაობამდე ხანგრძლივ და ძალიან პასუხისმგებლიან გზას…

მილანი
მოგზაურობა

მილანი

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ქალაქია. იგი აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრებას, მოდის სამყაროს და კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ აქ ჩასული მოგზაურები ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მაშინვე გრძნობენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა
ლაიფსტაილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა

საქართველო ყოველთვის ეძებდა რწმენის, სიმყარისა და სულიერი ერთიანობის გზას. შთაგონებას, იმედს, რწმენისა და ნდობის გაღვიძებას, ეკლესიისთვის მრევლის დაბრუნებას. და აი გამოჩნდა ადამიანი ვისი სიტყვები და ქმედებებიც ასახავდა არა მხოლოდ სულიერ სიმტკიცეს, არამედ…