Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ლიკა ქავჟარაძე

ლიკა ქავჟარაძე

ლიკა ქავჟარაძე ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დაუვიწყარი სახეა, რომლის სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა ქართულ კინო-ხელოვნებას. მისი ბუნებრივი სილამაზე, განსაკუთრებული ხიბლი და ნაზი ამაღელვებელი ეკრანული სახე მაყურებლის გულში დღემდე ცოცხლობს.

ლიკა ქავჟარაძე დაიბადა 1959 წლის 26 ოქტომბერს თბილისში.მას ბავშვობიდანვე მუსიკის განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა. სწავლობდა მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ კი სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო ფორტეპიანოს განხრით.

მიუხედავად იმისა რომ მისი ძირითადი პროფესია მუსიკა იყო,ბედმა იგი კინოს დაუკავშირა და სულ ახალგაზრდამ დაიწყო გადაღებები „ქართულ ფილმში“. მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ცნობილ ფილმში, მათ შორის; შადრევანი, პეპელა, დიმიტრი II, ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი,უძინართა მზე.

ლიკა ქავჟარაძის ყველაზე ცნობილი და გამორჩეული როლი არის მარიტას სახე ფილმში „ნატვრის ხე“. ეს ფილმი, რომელიც თენგიზ აბულაძემ გიორგი ლეონიძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნა ქართული კინოს ერთ-ერთ უდიდეს შედევრად ითვლება. ლიკამ ეს როლი განსაკუთრებული სიფაქიზით, სინაზით და ემოციურობით გააცოცხლა. მისი გმირი გამოირჩევა სილამაზით, გულწრფელობითა და სიცოცხლის სიყვარულით.

მარიტა სიყვარულის, თავისუფლების და ადამიანური ღირსების სიმბოლოდ იქცა. მარიტას როლმა ლიკა ქავჟარაძეს საყოველთაო აღიარება მოუტანა. დღესაც, როდესაც საუბარია „ნატვრის ხეზე“ პირველ რიგში მარიტასა და ლიკა ქავჟარაძის სახე გვახსენდება. ეს როლი არა მხოლოდ მსახიობის შემოქმედების მწვერვალია, არამედ ქართული კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული პერსონაჟის განსახიერებაც.

ლიკა ქავჟარაძე პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობდა. ახლობლები და მეგობრები მას ახასიათებდნენ როგორც ძალიან თბილ და თავმდაბალ ადამიანს. მიუხედავად უდიდესი პოპულარობისა, იგი არ გამირჩეოდა საჯარო ცხოვრებით და უფრო მშვიდ შემოქმედებით გარემოს ამჯობინებდა. მას ძალიან უყვარდა ხატვა და თავისუფალ დროს ხშირად ქმნიდა ფერწერულ ნაუშევრებს. მხატვრობა მისთვის შინაგანი სამყაროს გამოხატვის ერთ-ერთი გზა იყო. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ფერებს,ბუნებას და ადამიანურ ემოციებს.მისი ნახატები ისევე როგორც მისი როლები გამოირჩეოდა სიფაქიზით და სევდიანი რომანტიკით. მისი შემოქმედება აერთიანებდა მუსიკას,კინოს დ ვიზუალურ ხელოვნებას.

ლიკა ქავჟარაძის შემოქმედებაზე საუბრისას განსაკუთრებულად აქტუალურია გიორგი ლეონიძის სიტყვები: „მართლაც საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?!...

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.