Georgian Airways ჟურნალი ENG
გასტრონომია

მეგრული სამზარეულო

მეგრული სამზარეულო

მეგრული სამზარეულო ქართული კულინარიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უძველესი ნაწილია. რეგიონის ნოყიერი მიწა, ნოტიო სუბტროპიკული ჰავა,მდინარეები და ტყეები ადგილობრივ მოსახლეობას მრავალფეროვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას აძლევდა. მეგრული სამზარეულოს ისტორია უძველესი დროიდან იწყება. სამეგრელო, რომელიც ისტორიულად კოლხეთის ნაწილია ყოველთვის გამოირჩეოდა განვითარებული მიწათმოქმედებით, მეცხოველეობით და მეთევზეობით.ადგილობრივი მოსახლეობა უძველესი დროიდან ამზადებდა კერძებს სიმინდის, რძის პროდუქტების, ნიგვზის, ბოსტნეულის, ხორცისა და თევზისაგან. მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებიდან, როდესაც საქართველოში ფართოდ გავრცელ და სიმინდის კულტურა, მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ღომმა და ელარჯმა. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა უნიკალური სანელებლების გამოყენების ტრადიციაც, რის გამოც მეგრული კერძები დღესაც გამოირჩევა ცხარე და არომატული გემოებით. კერძებში ხშირად გამოიყენება აჯიკა, წითელი და მწვანე წიწაკა, ნიორი, ქინძი, უცხო სუნელი, რეჰანი, კამა და ხმელი სუნელი. კერძებში სანელებლების სწორ შეხამებას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.

მეგრული სუფრა ყოველთვის გამოირჩევა მრავალფეროვნებით და უხვად გაწყობილი კერძებით. ოჯახური ტრადიციების მიხედვით სტუმრის მიღება განსაკუთრებულ პატივად ითვლება.

მეგრული სამზარეულოს საფუძველს წარმოადგენს: სიმინდის ფქვილი, სულგუნის ყველი, კარაქი და რძის პროდუქტები, საქონლის და ღორის ხორცი, ქათამი, მდინარის და ზღვის თევზი.

მეგრული ხაჭაპური – ყველაზე ცნობილი კერძია. გამოირჩევა იმით, რომ ყველი მოთავსებულია როგორც შიგნით ისე ზემოდან.

ელარჯი – მზადდება ღომის ღერღილის,სიმინდის ფქვილისა და სულგუნისგან. მისი მთავარი თვისება ელასტიური და ნაზი სტრუქტურაა.ღომი კი ასევე საღომე,მსხვილად დაფქვილი, სიმინდის ფქვილისგან მზადდება და მიირთმევენ ყველთან ერთად.

გებჟალია – სულგუნის რულეტებია პიტნისა და მაწვნის არომატულ სოუსში. საცივიმოხარშული ინდაური ან ქათამი ნიგვზის სოუსში.

კუპატი – საბელებლებით შეზავებული ღორის ხორცისგან დამზადებული ძეხვი, რომელიც დაგემოვნების წინ უნდა შეიწვას კეცზე.

ხარჩო – საქონლის ხორცისგან მომზადებული კერძი ნიგვზით და სანელებლებით.

აჯიკა – მეგრული სამზარეულოს მთავარი სანელებელია, რომელიც მზადდება წითელი წიწაკის, ნივრის, სანელებლების და ბევრი მწვანილისაგან.

შემწვარი სულგუნი – რომელსაც კეცზე ან ტაფაზე წვავენ და ცხლად მიირთმევა. ასევე სხვადასხვა ფხალეული შეზავებული სანელებლებით და ნიგვზით.

მეგრული კერძების ოჯახური რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა და დღემდე ინარჩუნებს ავთენტურ სახეს.

მეგრული სამზარეულო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდება და ის საქართველოს სტუმართმოყვარეობისა და კულტურული იდენტობის ერთ-ერთ სიმბოლოდ რჩება.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.