Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

ზაფხულის ღონისძიებების კალენდარი

ზაფხულის ღონისძიებების კალენდარი

ზაფხულის სეზონი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიური ღონისძიებებით გამოირჩევა. თუ ზაფხულის გატარებას საქართველოში გეგმავთ, გაეცანით ჩვენი რჩეული ღონისძიებების იმ ჩამონათვალს, რომლებიც თქვენს საზაფხულო მოგონებებს შთამბეჭდავად გადააქცევს.

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘᲡ ᲑᲐᲚᲔᲢᲘᲡ ᲤᲔᲡᲢᲘᲕᲐᲚᲘ

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. ფესტივალი ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია. წელს ფესტივალი 5-19 ივლისს მეშვიდედ ტარდება. წინა წლების მსგავსად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და მსოფლიოში სახელგანთქმული, ლეგენდარული პინა ბაუშის საბალეტო დასი – Tanztheater Wuppertal Pina Bausch.

ᲤᲔᲡᲢᲘᲕᲐᲚᲘ ᲐᲠᲢ-ᲒᲔᲜᲘ 2026

ყოველწლიური ფესტივალი 23-26 ივლისს, თბილისში ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია ცის ქვეშ გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში მისულ სტუმრებს სპეციალურად მოწყობილი რეწვის გამოფენა-გაყიდვები, ლუდის, ღვინის და უგემრიელესი ქართული კულინარიული სივრცეები დახვდებათ. ფესტივალის დასკვნით საღამოს ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ 33ა კონცერტი დაასრულებს.

KOMOREBI FESTIVAL 2026 – ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ – „ᲝᲥᲠᲝᲡ ᲢᲑᲐ“, ᲗᲐᲕᲘ ᲛᲔᲝᲠᲔ.

უკვე ნაცნობი ადგილი ახალი სივრცეების აღმოჩენით კიდევ უფრო საინტერესო ხდება. 31 ივლისიდან სხვადასხვა ჟანრის საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები კომორების სტუმრებს, ფოთის მიმდებარედ ოქროს ტბაზე თავიანთ გამოცდილებას 4 დღის განმავლობაში უწყვეტად გაუზიარებენ.

მათთვის, ვისაც ზაფხულის ცხელი დღის ბუნებაში, სიგრილეში და სასიამოვნო გარემოში გატარება სურს, 15 აგვისტოს, 13:00 საათიდან, კიკეთში, მუხის ტყეში KIKETI FEST უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი სივრცე, გემოვნებიანი მუსიკა, ქართული ღვინის, სხვადასხვა საინტერესო ალკოჰოლური სასმელების და კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.

ᲬᲘᲜᲐᲜᲓᲚᲘᲡ ᲤᲔᲡᲢᲘᲕᲐᲚᲘ / 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი, 11 დღიანი მუსიკალური პროგრამით და 23 დაუვიწყარი კონცერტით აღინიშნება. ფესტივალი როგორც ქართველ ისე უცხოელ სოლისტებს, დირიჟორებს, ქართულ ნაციონალურ ბალეტ სუხიშვილებს, პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდსა და შუმანის კვარტეტს უმასპინძლებ. ფესტივალის დეტალური პროგრამის და განრიგის გასაცნობად ეწვიეთ ღონისძიების ოფიციალურ გვერდს Tsinandalifestival.ge

15 აგვისტოს, 17:00 საათიდან, „სოციალური სივრცე“ თავის ტრადიციას განაგრძობს და All Day I Dream-ის ღონისძიებების სერიას ახალ სახეებთან ერთად უკვე მეოთხედ უმსასპინძლებს. ღონისძიების იდეა, რომელიც Lee Burridge-ის მენტორობით 2011 წელს, ნიუ იორკში დახურული წვეულებების ფორმატში დაიწყო, მალევე საერთაშორისო ფენომენად იქცა. გამორჩეული ვიზუალური სტილის, საინტერესო სელექტორების და მრავალფეროვანი მუსიკალური პალიტრის დამსახურებით, All Day I Dream საფესტივალო კულტურის ნამდვილ მარგალიტად იქცა. ამიტომაც, Lee Burridge-მა ეს იდეა ერთი კონკრეტული ქალაქის ან ქვეყნის საზღვრებში არ დატოვა და გლობალური მუსიკალური კულტურის გამდიდრება დაიწყო. All Day I Dream ემოციური მუსიკალური მოგზაურობაა, რომლის მიზანია მსმენელი ქალაქური რუტინისგან შორს ბუნების წიაღში დააბრუნოს.

გამორჩეული ხასიათის ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც 2011 წლიდან იმართება. 4GB წლების მანძილზე რეგიონის გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. წლევანდელ წელს ფესტივალი 2 და 3 ოქტომბერს ლოკო პარკის ტერიტორიაზე გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს გამორჩეულ ორდღიან მუსიკალურ მოგზაურობას პირდებიან.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.