Georgian Airways ჟურნალი ENG
ველნესი

საკუთარი უჯრედების პოტენციალი – როგორ ცვლის რეგენერაციული მედიცინა ესთეტიკის მომავალს

საკუთარი უჯრედების პოტენციალი – როგორ ცვლის რეგენერაციული მედიცინა ესთეტიკის მომავალს

რეგენერაციული მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად მიმართულებად მიიჩნევა. უჯრედული ტექნოლოგიები, მეზენქიმური სტრომული უჯრედები და პერსონალიზებული მკურნალობა სულ უფრო ხშირად ხდება საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებისა და კვლევების მთავარი თემა. რა შესაძლებლობებს ქმნის ეს მიმართულება ესთეტიკურ მედიცინაში და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

ამ თემაზე გვესაუბრება ექიმი ნინო გაფრინდაშვილი — ოფთალმოლოგი, ესთეტიკური მედიცინის ექიმი, ლაზერული ქირურგი, საერთაშორისო ტრენერი და Fémina by Dr. Nino Gaphrindashvili-ის დამფუძნებელი.

– ბოლო წლებში რეგენერაციულ მედიცინაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. რა დგას ამ ტერმინის უკან? რეგენერაციული მედიცინა ეფუძნება იდეას, რომ ორგანიზმს აღდგენისა და განახლების ბუნებრივი უნარი აქვს. თანამედროვე მეცნიერება ცდილობს სწორედ ამ მექანიზმების უკეთ შესწავლასა და გააქტიურებას, რათა ხელი შეუწყოს ქსოვილების რეგენერაციას და მათი ფუნქციის შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ, დღეს ეს მიმართულება მედიცინის ერთერთ ყველაზე პერსპექტიულ სფეროდ მიიჩნევ – რას წარმოადგენს G-Cell ტექნოლოგია?**

G-Cell არის თანამედროვე უჯრედულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პერსონალიზებული მიდგომა, რომლის დროსაც გამოიყენება თავად პაციენტის ბიოლოგიური მასალა. სპეციალური დამუშავების შედეგად მიიღება რეგენერაციული პოტენციალის მქონე უჯრედებითა და ბიოლოგიურად აქტიური ფაქტორებით მდიდარი ფრაქცია, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტრომულ-მეზენქიმურ უჯრედებსა და მათ პარაკრინულ მოქმედებას. სწორედ ამ უჯრედებისა და მათ მიერ გამოყოფილი სასიგნალო მოლეკულების შესაძლებლობებს აქტიურად იკვლევს თანამედროვე მეცნიერება.

– რატომ მიიქცია ამ მიმართულებამ ესთეტიკურ მედიცინაში ასეთი დიდი ყურადღება? დღეს ესთეტიკური მედიცინის მთავარი მიზანი მხოლოდ ასაკობრივი ცვლილებების დაფარვა აღარ არის. სულ უფრო მეტად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ კანის ხარისხი, მისი ბიოლოგიური ფუნქცია და ჯანმრთელობა. რეგენერაციული თერაპიების იდეაც სწორედ ამას ეფუძნება – ორგანიზმის საკუთარი რესურსების გამოყენებით ხელი შევუწყოთ იმ პროცესებს, რომლებიც მონაწილეობენ კოლაგენის სინთეზში, ქსოვილების განახლებასა და კანის საერთო ხარისხის გაუმჯობესებაშ – ხშირად ამბობენ, რომ ეს არის „საკუთარი უჯრედებით გაახალგაზრდავება“. რამდენად სწორია ეს ფორმულირება? ეს უფრო პოპულარული, ვიდრე სამეცნიერო განმარტებაა. რეალურად, საუბარია ავტოლოგიურ, ანუ საკუთარი ბიოლოგიური მასალის გამოყენებაზე. ასეთი მიდგომა ინდივიდუალურია, რადგან თითოეული ადამიანის უჯრედული რესურსიც განსხვავებულია. მიზანი ხელოვნური ცვლილებების შექმნა კი არა, ორგანიზმის ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების მხარდაჭერა – რა შესაძლებლობები არსებობს კანის გაახალგაზრდავების მიმართულებით? დღეს აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც სწავლობს რეგენერაციული უჯრედული თერაპიების გავლენას კანის ხარისხზე, ელასტიკურობაზე, დატენიანებაზე, კოლაგენის წარმოქმნასა და ქსოვილების აღდგენის პროცესებზე. პრაქტიკაში ასეთი მიდგომები ხშირად გამოიყენება კომპლექსური ესთეტიკური მკურნალობის ნაწილად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიზანი ბუნებრივი შედეგისა და კანის ხარისხის გაუმჯობესება – შესაძლებელია თუ არა ამ ტექნოლოგიის გამოყენება თმის ცვენის დროსაც? დიახ. რეგენერაციული მედიცინა ტრიქოლოგიაშიც ერთერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა. სხვადასხვა კვლევა აფასებს ავტოლოგიური უჯრედული თერაპიების პოტენციალს თმის ფოლიკულების მიკროგარემოს გაუმჯობესებისა და მათი ბიოლოგიური აქტივობის მხარდაჭერის კუთხით. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შედეგი დამოკიდებულია თმის ცვენის მიზეზზე, პროცესის ხანგრძლივობასა და თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზ – არის თუ არა ეს მხოლოდ ესთეტიკური მედიცინის ტექნოლოგია? სულაც არა. რეგენერაციული მედიცინა გაცილებით ფართო სფეროა. მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევები ორთოპედიაში, სპორტულ მედიცინაში, ჭრილობების შეხორცების, რეკონსტრუქციული ქირურგიისა და სხვა მიმართულებებით. სწორედ ამიტომ, უჯრედული ტექნოლოგიები დღეს უკვე აღარ განიხილება მხოლოდ ესთეტიკურ ინოვაციად – ისინი თანამედროვე მედიცინის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვექტორად იქც – როგორ წარმოგიდგენიათ ამ სფეროს მომავალი? ვფიქრობ, მომდევნო წლებში რეგენერაციული მედიცინა კიდევ უფრო პერსონალიზებული გახდება. სულ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს არა მხოლოდ გარეგნული ცვლილებების კორექცია, არამედ ქსოვილების ბიოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნება. სწორედ ამაში ვხედავ თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის მომავალს – იმ მედიცინაში, რომელიც ცდილობს ორგანიზმს არა მხოლოდ უკეთ გამოიყურებოდეს, არამედ უკეთ ფუნქციონირებდე – ერთი ფრაზით რომ შევაჯამოთ, რას ნიშნავს თქვენთვის რეგენერაციული მედიცინა?

„ჩემი აზრით, მომავლის ესთეტიკა აღარ იქნება მხოლოდ გარეგნობის შეცვლა. ის იქნება ადამიანის საკუთარი ბიოლოგიური რესურსების გააქტიურება, ჯანმრთელი ქსოვილების მხარდაჭერა და ბუნებრივი სილამაზის ხანგრძლივი შენარჩუნება.“

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.