Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

ბორჯომის

უნიკალური არქიტექტურული შედევრი

ბორჯომის

სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა, ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, შთამბეჭდავი ხედები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება ეს ბორჯომის აღწერაა, ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი ქალაქის, რომელიც არცერთ სტუმარს ტოვებს გულგრილს.

ბორჯომი საქართველოს უმნიშვნელოვანესი კურორტია, ადგილი რომელიც საუკუნეების განმავლობაში ისტორიის, ბუნების და ადამიანური შემოქმედების ბუნებასთან ასოცირდება. პარკები, უნიკალური წყალი, მე-19-ე საუკუნის არქიტექტურული ნიმუშები და მთების სიღრმიდან წამოსული სიმშვიდე იმ გარემოს შექმნას უზრუნველყოფს, სადაც ყოველ განვლილ ნაბიჯზე დროის სუნთქვა შეიგრძნობა. ბორჯომის ფირუზაც ქალაქის განუმეორებელი სულიერების გაგრძელებაა. სიცოცხლით, ფერებით სავსე შენობა, დიდებული მემკვიდრეობის ფონზე. ბორჯომის ფირუზა ქალაქის მთავარ, უნიკალურ არქიტექტურულ ნიმუშს და ბორჯომის სიმბოლოს წარმოადგენს. გამორჩეული არქი ტექტურული მნიშვნელობის გარდა, ფირუზა სილამაზის სიმბოლოცაა, სადაც წარსული და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის. ფერებით და ფორმებით განცალკევებული, მაგრამ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული სტრუქტურა სტუმრებს ახსენებს, რამდენად მრავალფეროვანი და დახვეწილია ქართული არქიტექტურა.

ცნობილი სანატორიუმი ბორჯომის პარკის შესასვლელთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ფირუზისფერი სახლი, ირანის გენერალური კონსულის, მირზა რიზა ხანის დასასვენებელი სახლი გახლდათ, რომელიც კონსულმა კავკასიაში 1892 წელს სააგარაკო დანიშნულებით ააშენა. კონსულის გარდაცვალების შემდეგ, უნიკალური არქიტექტურის სახლი, სანატორიუმად გადაკეთდა. 2016 წლიდან კი, სპარსი სპეციალისტების მიერ რესტავრირებული „ფირუზა“ ქსელური სასტუმრო გახდა.

სპარსული სტილის ფირუზისფერი, ლამაზად მოჩუქურთმებული შენობის ფასადი თითოეული გამვლელის ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, შენობის ინტერიერიც. აივნის შიგნით, კედლები და ჭერი, ლამაზი, სარკისებური, მბრწყინავი ორნამენტებითაა დაფარული. სახლს პატარა აბრა აქვს, რომელსაც აწერია: “მირზა რიზა ხანი”.

კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი, ფსევდომავრიტული ირანული, ქართული და ევროპული არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს და ქართულ-სპარსული ურთიერთობების განსხვავებულ პერიოდს ასახავს.

შენობები ქვეყნის შესახებ მდუმარედ ბევრს ამბობენ. ბორჯომის ფირუზა ის სარკეა, რომელშიც საქართველოს მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას ერთდროულად სხვადასხვა რაკურსით დაინახავთ. ქვეყანას, სადაც კულტურა არასდროს ჩერდება. მასში უძველესი ტრადიციების სინათლე, ბუნებრივი შთაგონების ძალა და ადამიანების სურვილი შექმნან უნიკალური კვალი,ცვლილება და მშვენიერება, ერთიანდება. ეს ფირუზისფერი ნაგებობა ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან ერთი პატარა,მაგრამ ბრწყინვალე ელემენტია, რომელიც გვახსენებს რამდენად შთამბეჭდავია საქართველოს კულტურული არქიტექტურა ძველის და ახლის გაერთიანების მიმართულებით.

კიდევ წაიკითხეთ

ფრენა სხვადასხვა ამინდში
ავიაცია

ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად
მოგზაურობა

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

ბავშვებთან მოგზაურობა ხშირად მშობლებისთვის სერიოზულ გამოცდას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ფრენა შეიძლება იქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, ისეთ ამბად, რომელსაც ბავშვები წლების შემდეგ ღი მილით გაიხსენებენ. ყველაფერი იწყება იმ მომენ ტიდან, როცა გადაწყვეტთ, რომ ფრენა…

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი
მოგზაურობა

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.